აქ თქვენ მიიღებთ ინფორმაციებს უმნიშვნელოვანესი დაავადებების ნიშნებზე. მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩაიტაროთ მკურნალობა. დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და თავიდან აირიდეთ სხვა ადამიანებისაგან დაავადებების გადადება.
აქ თქვენ მიიღებთ ინფორმაციებს უმნიშვნელოვანესი დაავადებების ნიშნებზე. მნიშვნელოვანია, რომ დროულად ჩაიტაროთ მკურნალობა. დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა და თავიდან აირიდეთ სხვა ადამიანებისაგან დაავადებების გადადება.
თუკი გაქვთ ჩივილები ან თავს შეუძლოდ გრძნობთ, მიმართეთ Medic-Help-ს.
ხველა შესაძლებელია წარმოადგენდეს სხვადასხვა დაავადების ნიშანს. უმეტეს შემთხვევაში ის გაციების ნიშანია. ხანდახან ის წარმოადგენს გადამდები დაავადების ნიშანს.
იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ახველებთ ხშირად ან დიდი ხნის განმავლობაში ან ხველას თან ახლავს ნახველი, მიმართეთ Medic-Help-ს.
ხველა სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის ტემპერატურა იმაზე მაღალია, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში, საუბრობენ სიცხეზე. ეს შესაძლებელია გადამდები დაავადების ნიშანს წარმოადგენდეს.
თუკი სიცხე გაქვთ, მიმართეთ Medic-Help-ს.
თუკი თქვენ შვილს სიცხე აქვს, სწრაფად იმოქმედეთ და მიმართეთ Medic-Help-ს.
მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი ან ჩაი მცირე პორციებით და თავიდან აირიდეთ ფიზიკური გადატვირთვა.
სიცხე სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
ზაფხულის ცხელ ღამეებში ძლიერი ოფლიანობა ნორმალურია. ასევე მაშინ, როდესაც საძინებელში ძალიან თბილა. მაგრამ, ისეთ ღამეებში, როდესაც ნორმალური ოთახის ტემპერატურაზე ძალიან ძლიერად ოფლიანობთ, შესაძლებელია ეს გარკვეული დაავადების ნიშანს წარმოადგენდეს.
თუ ღამის ოფლიანობასთან ერთად, სიცხეც გაქვთ და წონაში კლებულობთ, მიმართეთ Medic-Help-ს.
ღამის ოფლიანობა სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
კანზე გამონაყარის დროს კანზე წარმოიქმნება წითელი ლაქები ან ბუშტუკები ან კანი ძალზე გამომშრალი და აქერცლილია ან ძლიერ გვექავება. ეს შესაძლებელია გადამდები დაავადების ნიშანი იყოს.
თუკი გაქვთ კანზე გამონაყარი ან ქავილი, მიმართეთ Medic-Help-ს.
კანის გამონაყარი და ქავილი სხვადასხვა დაავადების ნიშანია. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
გაჭრილი, აქერცლილი ან ნაჩხვლეტი ადგილებით შესაძლებელია დაზიანდეს კანი და გამოწვეული იქნას ღია ჭრილობები. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ იმ ჭრილობების შემთხვევაში, რომლებიც ძნელად ხორცდება.
თუკი გაქვთ კანის ღია ჭრილობები, მიმართეთ Medic-Help-ს.
კანის ღია ჭრილობები ხშირ შემთხვევაში მიღებული დაზიანებების შედეგს წარმოადგენს. თუკი ჭრილობები ცუდად ხორცდება , ეს შესაძლებელია იყოს შემდეგი დაავადებების მიზეზი:
თუკი დღის განმავლობაში კუჭის მოქმედების გამო საპირფარეშოში წასვლა სამ ჯერზე მეტად გიხდებათ ან თუკი თქვენი განავალი თხელია, ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს კუჭის აშლილობასთან. ეს შესაძლებელია იყოს გადამდები დაავადების ნიშანი.
ფაღარათის შემთხვევაში მიმართეთ Medic-Help-ს.
დალიეთ საკმარისი წყალი ან ჩაი მცირე პორციებით.
რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით, რათა არ გადასდოთ დაავადება სხვა ადამიანებს.
ფაღარათი სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
ღებინება შესაძლებელია სხვადასხვა დაავადების მიზეზი იყოს. ღებინება ასევე შესაძლებელია წარმოადგენდეს გადამდები დაავადების ნიშანს.
თუკი აღგენიშნებათ ღებინება, მიმართეთ Medic-Help-ს.
დალიეთ საკმარისი წყალი ან ჩაი მცირე პორციებით.
რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით, რათა არ გადასდოთ დაავადება სხვა ადამიანებს.
ღებინება სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
თუკი თქვენ რამდენიმე ღამის განმავლობაში ცუდად გეძინათ ან უსაფუძვლო შიშები გაწუხებდათ, ეს შესაძლებელია იყოს ფსიქიკური დაავადებების მიზეზი. ისევე როგორც გაურკვეველი მიზეზით აღმოცენებული ტკივილები.
თუკი ცუდად გძინავთ ან გაურკვეველი ტკივილები გაწუხებთ, მიმართეთ Medic-Help-ს.
თუკი თქვენ უჩივით ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს, დაუსაბუთებელ შიშებს ან სხვა უსაფუძვლო ტკივილებს ეს სხვადასხვა დაავადების ნიშანს წარმოადგენს. სხვა მრავალთა შორის ის შეიძლება იყოს შემდეგი დაავადებების ნიშანი:
მოცემულ გვერდზე თქვენ შესაძლებელია, უპირველეს ყოვლისა, გაეცნოთ ინფორმაციებს ყველაზე მნიშვნელოვანი გადამდები დაავადებების შესახებ.
ბუნებრივია არსებობს მრავალი სხვა ჩივილიც. თუკი თავს ავად გრძნობთ ან გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები, მიმართეთ Medic-Help-ს.