შვეიცარიაში ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს სამედიცინო მომსახურება. თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ჩივილების შემთხვევაში პირველ რიგში მიმართეთ Medic-Help-ს.
თავდაპირველად ოჯახის ექიმს
შვეიცარიაში ოჯახის ექიმი დაავადებებისა და უბედური შემთხვევებისას მიმართვის პირველ ინსტანციას წარმოადგენს. ისინი თქვენ აღმოგიჩენენ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნიან საავადმყოფოში ან ექიმ სპეციალისტთან.
როდესაც ოჯახის ექიმი იცნობს მისი პაციენტების დაავადებების ისტორიას, მას მკურნალობის ჩატარება უკეთესად შეუძლია. ამიტომაც დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს.