ყველა მიმღებ და საპროცედურო ცენტრში არსებობს სამედიცინო სპეციალისტი (Medic-Help). მიმართეთ მათ, თუკი თქვენ იღებთ მედიკამენტებს, ხართ ფეხმძიმედ, თავს ავად გრძნობთ ან გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები. აღნიშნული სპეციალისტები თქვენ გაგიწევენ მკურნალობას ან, საჭიროების შემთხვევაში, გაგაგზავნიან ექიმთან საავადმყოფოში.
იმ შემთხვევაში, თუკი Medic-Help დაკეტილია, მიმართეთ დამხმარე ან უსაფრთხოების პერსონალს.
თქვენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეკითხვები და ინფორმაციები კონფიდენციალურია.
უბედური შემთხვევისასაც პირველ რიგში მიმართეთ Medic-Help-ს. მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მიმართეთ პირდაპირ საავადმყოფოს.